პროექტი სრულდება სულხან–საბა ორბელიანის იგავების მიხედვით. პროექტზე მუშაობენ V კლასის მოსწავლეები.
Wednesday, July 11, 2012
Monday, April 9, 2012
Sunday, April 8, 2012
სასწავლო პროექტის გეგმა
1). პროექტის სახელწოდება:
,,უტკბესი და უმწარესი''
2). პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1–2 წინადადებით
სულხან–საბა ორბელიანის იგავები (,, უსამართლო შირვანშაჰი'', ,, მეფე და ავსიტყვა'', ,, ორმოში ჩაგდებული მეფე'', ,,ენით დაკოდილი'', ,,უტკბესი და უმწარესი'')
რა ზემოქმედების უნარი აქვს სიტყვას? გვქონია თუ არა უსიამოვნება ცხოვრებაში ჩვენს მიერ დაუფიქრებლად წამოსროლილი სიტყვის გამო?როგორ ავხსნით ამ ფაქტს?
3). პროექტის აქტუალობა:
პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების, მსჯელობის უნარის განვითარებას, დააფიქრებს მათ ადამიანის უარყოფით თვისებებზე, დაეხმარება მათ თანატოლებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, გამოუმუშავებს ჯგუფში მუშაობის უნარს.აგრეთვე გამოავლენენ და განავითარებენ თავიანთ შემოქმედებით უნარებს.
4).პროექტის მიზნები:
შეისწავლონ იგავების ტექსტები, გაიაზრონ მათი შინაარსი, ამოიცნონ ავტორის სათქმელი, იმსჯელონ იგავებში მიმდინარე მოვლენებზე,განიხილონ მოვლენები სხვადასხვა პერსონაჟის პოზიციიდან,გაამყარონ საკუთარი მსჯელობა არგუმენტებით, შეაჯამონ ცოდნა და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები. შეძლონ როლურ თამაშებში მონაწილეობა, გამოიყენონ ჟესტების ენა, პერსონაჟის ხასიათის გათვალისწინებით მოირგონ როლი და ისაუბრონ შესაბამისი ინტონაციით.განუვითარდეთ ჯგუფური მუშაობის უნარები,შეძლონ საჭირო მასალების მოძიება და პროექტის გაფორმება ვიზუალური მასალით.
5). მონაწილეთა ასაკი:
10–11 წელი
6). ვადები/ხანგრძლივობა
1 თვე
7). მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეთა ნახატები, ფოტო და ვიდეო–მასალა, ტექსტური მასალა.(შესაძლებელია მუსიკალური გაფორმებაც.)
8). პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, ენციკლოპედია, ,,სიბრძნე–სიცრუისა'', ქაღალდი, ფანქრები, საღებავები, ფოტოები, დისკი.
9). პროექტის მსვლელობა:
ა).თემის შერჩევა და შესაბამისი შეკითხვების ჩამოყალიბება.
თემა ერთობლივად შეარჩიეს,უპასუხეს კითხვას –რით არის საინტერესო და აქტუალური სულხან–საბას ეს იგავები? გამომადგება თუ არა მათი ცოდნა ცხოვრებაში?
ბ)საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება.
კლასში ჩამოვაყალიბეთ 5 ჯგუფი.ჯგუფებში მოსწავლეთა გადანაწილება მოხდა მათი სურვილის მიხედვით.
გ).პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში.
თითოეულ ჯგუფს მივეცი სამუშაოდ ერთი იგავი, განაწილების დროს გავითვალისწინე მათი სურვილებიც.ჯგუფებს შევხვდი ცალ-ცალკე და შევიმუშავეთ სამუშაო გეგმები.თითოეულ ჯგუფს პარალელის გასავლებად ვურჩიე თავად შეარჩონ სხვა რომელიმე იგავი.
დ) ჯგუფში მოვალეობების გადანაწილება.
ხმათა უმრავლესობით. ჯგუფში თავად აირჩიეს ხელმძღვანელი. სათითაოდ მიიღეს დავალებები, ვინ რა უნდა აკეთოს. (მაგ. ერთი მოიძიებს ტექსტურ მასალას, მეორე_ ფოტო და ვიდეო მასალას, მესამე_ თვითონ გააფორმებს პროექტს, ვთქვათ, დახატავს იგავის პერსონაჟებს, მესამე იზრუნებს პროექტის ვიზუალურ გაფორმებაზე, მეოთხეს დაევალება ორგანიზაციული საკითხების მოგვარება,მეხუთეს -პროექტის აქტუალობის განსაზღვრა და მისი დაკავშირება პირად გამოცდილებასთან.
ე).აქტივობების განხორციელება.
აქტივობებს განახორციელებენ პერიოდული შეხვედრების დროს ეს დროც განსაზღვრული და შეთანხმებულია ჯგუფის ყველა წევრთან.მაგალითად, როლური თამაშები მხოლოდ ჯგუფში ერთობლივი მუშაობით ხორციელდება, ასევე, ვიზუალური მასალის განხილვა. სხვა აქტივობა შეიძლება დამოუკიდებლად შეასრულონ სახლში.მაგ.ავტორის სათქმელის ამოცნობა, მსჯელობა, დასკვნის გამოტანა,პარალელის გავლება, ვიზუალური მასალის შექმნა- მოძიება და სხვა.
ვ).პროდუქტის პრეზენტაზია .
დადგენილ ვადაში მოსწავლეები წარმოადგენენ პროექტს. პროექტის პრეზენტაცია შეიძლება განხორციელდეს კლასშიც და კომპიუტერების ოთახშიც.თუ მათ მერ მომზადებული მასალა ან მასალის ნაწილი ელექტრონული პროდუქტია, მაშინ აუცილებელი იქნება ტექნიკური საშუალებების გამოყენება.
ზ). პროექტის შემაჯამებელი შეფასება.
პროექტი შეფასდება წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით. მას მოსწავლეები კარგად იცნობენ. რუბრიკა შეიქმნა მათი უშუალო მონაწილეობით.პროექტის შექმნისა და პრეზენტაზიისას ისინი ითვალისწინებდნენ ამ რუბრიკას.
10). საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
11). პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
თამარ ბახტაძე
12). ხელმძღვანელის ელ/ფოსტა:
tamarbaxtadze5@gmail.com
13). პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
tamarbaxtadze5.blogspot.com.

V. 1. მოსწავლეს აქვს ასაკის შესაფერისი სირთულის ტექსტების
მოსმენისა და ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
·
ისმენს ერთსა და იმავე თემაზე შექმნილ
ლიტერატურულ ტექსტებს და პოულობს მსგავსება-განსხვავებას მათ შორის;
V.
2. მოსწავლეს შეუძლია ჯგუფური და ინდივიდუალური საკომუნიკაციო ამოცანების
განხორციელება.
·
ჯგუფთან ერთად
ამზადებს ზეპირ გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს თემის ერთ-ერთ ნაწილს,
მოპოვებულ მასალას და შემუშავებულ თვალსაზრისს გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის
წევრებს;
·
გამოდის
წყვილის, ჯგუფისა თუ კლასის მომხსენებლის როლში; ითვალისწინებს და გამოხატავს
თანაგუნდელების საერთო აზრს;
V. 3. მოსწავლეს
შეუძლია ენობრივ-გრამატიკული ფორმების
აღქმა და მართებულად გამოყენება შესაბამის სამეტყველო სიტუაციებში.
·
საუბრის თემის,
ადრესატისა და მიზნის მიხედვით ირჩევს შესაბამის სტილს.
V.
4. მოსწავლეს აქვს ლიტერატურული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი.
·
მონაწილეობს ლიტერატურული ნაწარმოების
შესახებ გამართულ დისკუსიაში, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ამა თუ იმ პერსონაჟის მიმართ;
·
ასახელებს სხვადასხვა თვალსაზრისით
მისთვის საინტერესო ადგილებს ტექსტიდან.
V. 5. მოსწავლეს შეუძლია სადისკუსიო სტრატეგიების
ამოცნობა და გამოყენება.
·
ყურადღებით ისმენს ჯგუფის თითოეული
წევრის აზრს, ალაგებს გამოთქმულ მოსაზრებებს გარკვეული პრინციპით (ვის აქვს
განსხვავებული მოსაზრება, რამდენი თვალსაზრისი გამოითქვა ჯგუფში...);
V. 7. მოსწავლეს
შეუძლია მისთვის საინტერესო თემატიკის შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული
ტექსტების (საყმაწვილო ჟურნალების,
დარგობრივ-შემეცნებითი სტატიების,
სხვადასხვა შინაარსის ცნობარების, ინტერვიუებისა და სხვ.)
წაკითხვა და გააზრება.
·
აკავშირებს ერთმანეთთან ფაქტებს,
მოვლენებს, მოქმედებებს და გამოაქვს სათანადო დასკვნები;
·
აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული
ნიშნით;
·
ტექსტის მთლიანი გააზრების საფუძველზე
გამოაქვს დასკვნა.
V. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული
ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
·
განმარტავს პერსონაჟთა
ქცევის მოტივს და აფასებს მათს საქციელს;
·
ახასიათებს პერსონაჟებს
როგორც ექსპლიციტურად მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ისე შინაარსის გააზრების
საფუძველზე;
·
გამოაქვს დასკვნა
პერსონაჟებს შორის არსებული ურთიერთობის შესახებ;
V. 9. მოსწავლეს
აქვს წაკითხული მხატვრული ტექსტის ინტერპრეტაციის საწყისი უნარი.
·
აფასებს ნაწარმოებში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა პერსონაჟის
პოზიციიდან;
V. 12. მოსწავლეს
შეუძლია კითხვის სხვადასხვა სტრატეგიის
გამოყენება ტექსტის უკეთ გააზრების მიზნით.
·
სხვადასხვა საშუალებით (ენციკლოპედიების, ლექსიკონების, ინტერნეტის
მეშვეობით) აზუსტებს მისთვის გაუგებარ ან ბუნდოვან ადგილებს სტატიიდან;
·
სარგებლობს
ბიბლიოთეკით და დამოუკიდებლად, საკუთარი ინტერესების შესაბამისად ირჩევს საკითხავ
ლიტერატურას.
11). პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი)
თამარ ბახტაძე
12). ხელმძღვანელის ელ/ფოსტა:
tamarbaxtadze5@gmail.com
13). პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
tamarbaxtadze5.blogspot.com.
Subscribe to:
Posts (Atom)